2023 წლის RAM 1500-ის შესახებ ხშირად დასმული კითხვები
პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე. შეიტყვეთ მეტი 2023 წლის Ram 1500-ის შესახებ და გაიგეთ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ მისი სიმძლავრე თქვენს სასარგებლოდ.
ხელმისაწვდომია თოვლსაწმენდი დაფის შეკვეთა 2023 წლის RAM 1500-ზე. ოფციის დამატება შესაძლებელია მხოლოდ რაოდენობრივი შეკვეთისას.
ავტომობილის ფასი დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, მათ შორის ავტომობილის აჭღურვილობაზე, შერჩეულ ვერსიაზე. შეამოწმეთ Ram Build & Price, რომ ნახოთ რა ოპციებია ხელმისაწვდომი და ააწყვეთ თქვენთვის სასურველი 2023 წლის Ram 1500.
Active-Level™ დაკიდების სისტემა ხელმისაწვდომია 2023 წლის Ram 1500-ზე (მხოლოდ Crew Cab ვერსიებზე), დაკიდების სისტემა შეგიძლიათ დაარეგულიროთ ან გამორთოთ ღილაკის დახმარებით.
2023 წლის Ram 1500 გთავაზობთ სატვირთო განყოფილების მაქსიმალურ სიგრძეს 193 სმ-ს, რაც სტანდარტულად მოდის Quad Cab® მოდელებზე და ხელმისაწვდომია Crew Cab ვერსიისთვის. Rebel®-ს და TRX ვერსიებს აქვთ 170 სმ სიგრძის სატვირთო განყოფილება.
5.7 ლიტრიანი HEMI® V8 ძრავით eTorque-ით აღჭურვილ 2023 წლის Ram 1500-ს შეუძლია 5783 კგ-მდე ტვირთის ზიდვა .
სტანდარტული საწვავის ავზი 2023 წლის Ram 1500 Tradesman®, HFE და Big Horn®/Lone Star მოდელებზე არის 87 ლიტრუ. 89 ლიტრიანი საწვავის ავზი სტანდარტულია Laramie®, Rebel®, Limited Longhorn™ და Limited მოდელებზე და ხელმისაწვდომია Tradesman® და Big Horn®/Lone Star მოდელებზე. 124 ლიტრიანი საწვავის ავზი სტანდარტულია Limited 4x4-ზე 193 სმ სატვირთო განყოფილებით, ხოლო ხემისაწვდომია TRX, Tradesman®, Big Horn®/Lone Star, Laramie®, Rebel®, Longhorn™. და Limited Crew Cab 170 სმ სატვირთო განყოფილებით ვერსიებზე.
2023 Ram 1500 გთავაზობთ რამდენიმე სხვადასხვა მოდელს: Tradesman®, HFE, Big Horn®/Lone Star, Laramie®, Rebel®, Limited Longhorn™, Limited და TRX.
2023 წლის Ram 1500 ითვლება ნახევარ ტონიან სატვირთო პიკაპის ტიპის ავტომობილად, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო სიმძლავრეს და შესაძლებლობებს როგორც საბუქსირედ, ასევე ზიდვისთვის.