პოლიტიკა
მონაცემების შეგროვება
თქვენი პერსონალური მონაცემები იმართება კონფიდენციალურობის პოლიტიკის გათვალისწინებით, მონაცემები გროვდება ვებგვერდის მეშვეობით შპს „FCA Middle East FZ“-ის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მონაცემები, რომელიც გროვდება:
დამუშავების მიზანი და პროცედურა
შეგროვებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მიზნებისთვის:
- კონკრეტული მომხმარებლის მოთხოვნის შესრულება ან მოთხოვნილი სერვისის მიწოდება („მომსახურება“);
- დაუშვას, რომ შპს FCA Middle East FZ-მა, განახორციელოს გამოკითხვები მომხმარებელთა კმაყოფილების შესახებ („მომხმარებელთა კმაყოფილება“), რომელიც დაკავშირებულია შპს FCA Middle East FZ-ის საქონლის და მომსახურების ხარისხთან კომპანიის კანონიერი ინტერესების შესაბამისად;
- კომერციული კომუნიკაციების გაგზავნა, ასევე კომპანიის პროდუქტებსა და სერვისებზე რეკლამის გაგზავნა ან ბაზრის კვლევების ჩატარება („მარკეტინგი“);
- თქვენი ქცევების და ჩვევების გაანალიზება, რათა გააუმჯობესოს კომპანიის მიერ მოწოდებული პროდუქტები და სერვისები.
- თქვენი თანხმობის საფუძველზე, მონაცემები გადაეცემა შვილობილ კომპანიებს, რომლებიც დაამუშავებენ მათ კომერციული და მარკეტინგული მიზნებისთვის.
- კომპანიის ვებგვერდებზე მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება.
მონაცემები შეიძლება დამუშავდეს და გამოყენებულ იქნას სხვა და სხვა მარკეტინგული მიზნებისთვის.
მონაცემების მიმღები
მონაცემები შეიძლება დამუშავდეს ფიზიკური და/ან იურიდიული პირების მიერ, რომლებიც მოქმედებენ შპს FCA Middle East FZ-ის სახელით და კონკრეტული სახელშეკრულებო ვალდებულებებით.
მონაცემები შეიძლება მიეწოდოს მესამე პირებს კანონიერი ვალდებულებების შესასრულებლად, საჯარო ან სასამართლო ხელისუფლების ბრძანებების განსახორციელებლად.
სად ხდება მონაცემების დამუშავება?
კომპანიას შეუძლია გადაიტანოს მონაცემები მონაცემთა ბაზაში შესანახად. ბაზა იმართება კომპანიის სახელით ფიზიკური ან იურირდიული პირების მიერ და მისი მართვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით.
დასაშვებია კომპანიამ მონაცემები გადასცეს ისეთ ქვეყანას, სადაც შესაძლოა არ იყოს ხარისხიანად დაცული უსაფრთხოების დონე. კომპანია ახდენს მხოლოდ მონაცემების გადაცემას და არ იღებს პასუხისმგებლობას და გარანტიებს მონაცემების დაცვაზე.
ბმა მესამე მხარეების ვებგვერდებზე
მესამე მხარეების ვებგვერდებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მესამე მხარეებს. აღნიშნული სახის ვებგვერდებზე მოხვედრა შესაძლებელია ძირითადი საიტიდან.
კომპანია უარს ამბობს ნებისმიერ პასუხისმგებლობაზე მოთხოვნებთან და მესამე/ან პერსონალური მონაცემების მიწოდებასთან დაკავშირებით.
ვინ აკონტროლებს მონაცემებს?
შპს FCA Middle East FZ რომელიც მდებარეობს Mina Jebel Ali Jebel Ali Freezon დუბაიში, არის „მონაცემთა მაკონტროლებელი“, რადგან ის განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების წესსა და მიზანს.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები ამ პოლიტიკის ან ჩვენი მონაცემების დამუშავების შესახებ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტის მისამართზე dpo@fcagroup.com.
მონაცემთა შენახვა
სერვისის, მომხმარებელთა კმაყოფილების, პროფილირებისა და მარკეტინგის უზრუნველსაყოფად დამუშავებული მონაცემები შეინახება შპს FCA Middle East FZ-ის მიერ იმ პერიოდისთვის, რაც აუცილებელია ასეთი მიზნების შესასრულებლად. შპს FCA Middle East შესაძლოა გააგრძელოს ასეთი სახის მონაცემების შენახვა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
თქვენი თანხმობის შემდეგ, შპს FCA Middle East FZ-თან გაზიარებული მონაცემები დამუშავდება კონკრეტული მიზნებისთვის. თქვენი მხრიდან თანხმობის გაუქმების შემთხვევაში შეჩერდება მონაცემების დამუშავება. თანხმობის გაუქმების შემდეგ, მონაცემები აღარ იქნება გამოყენებული შესაბამისი მიზნებისთვის, თუმცა მონაცემები შენახული იქნება კომპანიის მიერ.
კომპანიის Cockie-ის პოლიტიკა ითვალისწინებს მონაცემების დამუშავების და შენახვის პერიოდს.
მონაცემთა სუბიექტების უფლებები
მონაცემთა სუბიექტებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი უფლებებით:
- წვდომის უფლება ნიშნავს უფლებას გქონდეთ წვდომა თქვენს მონაცემებზე.
- გასწორების, შესწორების ან წაშლის უფლება ნიშნავს ლეგიტიმურ უფლებას მონაცემთა ცვლილებაზე.
- დამუშავების შეზღუდვის უფლება ნიშნავს დამუშავების შეჩერების მოთხოვნის უფლებას, როდესაც მოთხოვნა ლეგიტიმურია;
- მონაცემთა პორტაბელურობის უფლება ნიშნავს მონაცემთა სტრუქტურირებულ ფორმატში მოპოვების უფლებას, ჩვეულებრივ გამოსაყენებლად ან წასაკითხად, აგრეთვე მონაცემების სხვა მაკონტროლებლებისთვის გადაცემის უფლებას.
- წინააღმდეგობის უფლება ნიშნავს მონაცემთა დამუშავებაზე წინააღმდეგობის გაწევის უფლებას, როდესაც მოთხოვნა ლეგიტიმურია, მათ შორის, როდესაც მონაცემები მუშავდება მარკეტინგული მიზნებისთვის ან მომხმარებლის პროფილის შესადგენად;
- მონაცემთა უკანონო დამუშავების შემთხვევაში სამეთვალყურეო ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება.
მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გაუქმება გავრცელდება მხოლოდ მოთხოვნილი მომენტიდან და არ იმოქმედებს წარსულ პერიოდზე. ინფორმაციის დამუშავება, რომელიც განხორციელდა მომხმარებლის მოთხოვნამდე რჩება უცვლელი.
მონაცემთა სუბიექტს შეუძლია ისარგებლოს ზემოაღნიშნული უფლებებით, წერილობით მიუთითოს ფოსტის ან ელ.ფოსტის მისამართი.
ცვლილებები
აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ძალაში შევიდა 2020 წლის 1 იანვარს.
შპს FCA Middle East FZ იტოვებს უფლებას ნაწილობრივ ან სრულად შეცვალოს კონფიდენციალურობის პოლიტიკა, ან უბრალოდ განაახლოს მისი შინაარსი (მაგ. მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შედეგად). კომპანია გამოაქვეყნებს ნებისმიერ განახლებას ამ ვებგვერდზე.