2023 RAM 1500 ექსტერიერი

ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს

დანიშნულებისამებრ შექმნილი, 2023 Ram 1500 გამოირჩევა ვიზუალით და თამამი ფერებით, ნებისმიერი გამოწვევისთვის შესაძლებელი არის აღჭურვა ექსკლუზიური Mopar®-ის აქსესუარებით, აგრესიული ავტომობლი გთავაზობთ საჭირო ფუნქციონალურობას და შესაბამის ვიზუალს.

დიოდური განათება

გაანათეთ ღამე LED ფარებით, უკანა და სანისლე შუქებით. ხაზგასმულია კაპოტითა და რთული ცხაურით, წინა ელეგანტური განათებით ფართოდ ასხივებს და ხელს უწყობს ხილვადობის გაუმჯობესებას.

ელექტრო ფეხის საყრდენები

სატვირთო მანქანაში ჩაჯდომა და გადმოსვლა მარტივია ელექტრო ფეხსაყრდენებით. კარის გაღებისთანავე ფეხის საყრდენები ავტომატურად გამოდის, რაც ამარტივებს სალონში ჩაჯდომას.
Two men loading a cooler into the bed of the 2023 Ram 1500 through the open doors of the multifunction tailgate.

მრავალფუნქციური უკანა კარი


მრავალფუნქციური უკანა კარი საშუალებას გაძლევთ მიუდგეთ სატვირთო ფართს სხვადასხვა გზით. 60/40 დაყოფილი გამოსაღები კარი 88° გრადუსით იხსნება, ან შეგიძლიათ ტრადიციულად ჰორიზონტალურად გადმოხსნათ 180°-ით.

გაძლიერებული უკანა კარი

მრავალფუნქციური უკანა კარი საჭიროების შემთხვევაში უძლებს 907 კგ წონას.

საბუქსირე სამაგრის განათება

მიამაგრეთ და ჩატვირთეთ ტვირთი დღისით ან ღამით. ეს ჭკვიანი ფუნქცია საშუალებას გაძლევთ ნათლად დაინახოთ თქვენი საბუქსირე კაუჭი თუნდაც დაბალი განათების პირობებში.

უკანა კარის ასისტანსი

რბილი გაღების უკანა კარი უზრუნველყოფს თანაბარ, თანმიმდევრულ გახსნას ყველაზე ცივ ან თბილ კლიმატშიც კი. თქვენ შეგიძლიათ დისტანციურად მარტივად გააღოთ უკანა კარი გასაღების ღილაკის დახმარებით.

კლასის ექსკლუზივი - RAMBOX® ტვირთის მართვის სისტემა


2023 წლის Ram 1500 აღჭურვილია ყველაფრით, რაც გჭირდებათ იმისთვის, რომ მოძრაობდეთ. თავის კლასში ექსკლუზიური, RamBox® ტვირთის მართვის სისტემა გთავაზობთ მრავალმხრივ, განათებულ და უსაფრთხო გარე საცავს.

შეავსე

კლასში ექსკლუზურად, ხელმისაწვდომი RamBox® ტვირთის შენახვის სისტემა შეიძლება შეივსოს ხელსაწყოებით ან აღჭურვილობით, ასევე შეგიძლიათ სათავსოში ყინულის განთავსება და სასმელის გასაგრილებლად გამოყენება.

ენერგია თქვენს ხელთაა

კლასის ექსკლუზიურ RamBox® სათავსოში, მძღოლის მხარეს განთავსებულია 115V/400W დამხმარე როზეტი, რომელიც გაწვდით საჭირო ენერგიას.

აირჩიე შენი დისკები

2023 წლის Ram 1500 პიკაპს შეგიძლიათ შეურჩიოთ სასურველი 22’’ ალუმინის დისკები და ყველა რელიეფის საბურავები.

იყავი განსხვავებული


2023 Ram 1500 გთავაზობთ მრავალფეროვან სტილისა და ტექნიკური ოპციების პაკეტებს, ავტომობილი შეგიძლიათ დააკომპლექტოთ შერჩეული ოპციებით, მისცეთ მას თქვენთვის სასურველი ვიზუალი და შესაძლებლობები.

2023 Ram 1500 Limited Elite Package 

სპეციალური პაკეტი, რომელიც ხელმისაწვდომია Ram 1500 Limited-ის მოდელებისთვის. 

2023 Ram 1500 Limited RAM(RED) Edition 

სიკეთის კეთების ძალით შთაგონებული, 2023 Ram 1500 Limited RAM(RED) Edition-ის ყოველი გაყიდული ერთეულიდან თანხის დონაცია ხდება გლობალური ჯანმრთელობის ორგანიზაციებში, მათ შორის COVID-19 თან ბრძოლაში. 

MOPAR®-ის აქსესუარები

გახადეთ თქვენი 2023 წლის Ram 1500 ისეთივე უნიკალური, როგორიც თქვენ ხართ. ექსკლუზიური ექსტერიერით, ინტერიერით, RamBox®-ით და სხვა მრავალი აქსესუარებით Mopar®-ისგან. გამოიკვლიეთ ჩვენი საუკეთესო არჩევანი ქვემოთ და შეამოწმეთ თქვენს ადგილობრივ დილერთან 200-ზე მეტი ხელმისაწვდომი აქსესუარის სრული სია.

პრიალა შავი დასაფენები

შექმნილია მოცურების მინიმიზაციისთვის და მაქსიმალურად შთამბეჭდავი ვიზუალისთვის. ნაწილის კოდი 82215512AB

ყველა ამინდის ფეხსაგებების კომპლექტი

ფეხსაგები ხალიჩები შემოთავაზებულია როგორც შავ, ასევე ყავისფერ ფერებში და ხელმისაწვდომია Crew და Quad Cab®-ისთვის. ნაწილის კოდი 82215321AD

წინა და უკანა ჩამოსხმული დამცავი

2023 Ram 1500-ს კონტურების დამცავი იცავს ავტომობილს, ხრეშისგან, მარილისგან, ასევე გზის ნამსხვრევებისგან და სხვადასხვა დაზიანებისგან. ნაწილის კოდი 82215487AC

NOW, MAKE IT YOURS